21:17 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-24 12:53:54, 1603 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს - გააკეთეთ მთავარი, გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე

მე მაქვს მარტივი თხოვნა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ყველა ჩვენი ხალხის მიმართ: გააკეთეთ მთავარი - გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე და დაგვეხმარე ოკუპანტების დასუსტებასა და განადგურებაში. - ამის შესახრბ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხახა.

მისივე თქმით,რუსულ მობილიზაციას ნებისმიერი გზით დაემალნონ.

"მე მაქვს მარტივი თხოვნა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ყველა ჩვენი ხალხის მიმართ: გააკეთეთ მთავარი - გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე და დაგვეხმარე ოკუპანტების დასუსტებასა და განადგურებაში.
რუსულ მობილიზაციას ნებისმიერი გზით დაემალეთ. მოერიდეთ გამოძახებებს. შეეცადეთ, მოხვდეთ უკრაინის თავისუფალ ტერიტორიაზე.
და თუ მაინც მოგიწევთ შესვლა რუსულ ჯარში, მაშინ მოწინააღმდეგეების ნებისმიერ აქტივობაში  მოახდინეთ საბოტაჟი, ჩაერიეთ რუსეთის ნებისმიერ ოპერაციაში, მოგვაწოდე ნებისმიერი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ოკუპანტების შესახებ - მათი ბაზების, შტაბების, საბრძოლო მასალების საცავებზე. და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, გადადით ჩვენს პოზიციებზე. გააკეთე ყველაფერი შენი სიცოცხლის გადასარჩენად და უკრაინის განთავისუფლებაში დასახმარებლად".- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics