20:09 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-24 11:08:36, 1810 ნახვა

მსოფლიო
მონღოლეთის ექს-პრეზიდენტმა კრემლი ბურიატების, ტუვანების და ყალმიხების მიზანმიმართულ განადგურებაში დაადანაშაულა

მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ცახიაგიინ ელბეგდორჯმა დაადანაშაულა რუსეთი და კრემლი ეროვნული უმცირესობების - ბურიატების, ტუვანების და ყალმიხების - "საზარბაზნე ხორცად" გამოყენებაში.

მონღოლეთის ექს-პრეზიდენტმა რომელიც გამოკითხვების მიხედვით დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, მოუწოდა რუსეთის მცირე ერებს, უარი თქვან ომში მონაწილეობაზე და გაიქცნენ მონღოლეთში, სადაც მათ მიიღებენ "გაშლილი ხელებით". ამ ხალხების ასობით წარმომადგენელი უკრაინასთან ომში უკვე დაიჭრა, ათასობით დაიღუპა, ხაზგასმით აღნიშნა ელბეგდორჟმა. „ნუ ესვრით უკრაინელებს, თქვენს დებსა და ძმებს, ბავშვებსა და მოხუცებს“, - თქვა მან.

ამასთან აღსანიშნავია, რომ მონღოლეთი - ბურიატიის სასაზღვრო პუნქტ „კიახტაზე“, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ათასობით ამ ხალხების წარმომადგენელი მონღოლეთში გადასხვლას ცდილობს. სასაზღვრო პუნქტი კიახტა მდებარეობს ირკუტსკიდან 520 კილომეტრში, ულან-უდიდან 230 კილომეტრში. 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევარში ტელეგრამის არხმა Kyakhta-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთ-მონღოლეთის საზღვარზე "დიდი მღელვარება" იყო. 22 სექტემბერს, დილით, მონღოლეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ სასაზღვრო პუნქტზე რიგები არ იყო, ის ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Eagle.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics