|
2022-09-23 17:33:35, 1277 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამა მნიშვნელოვანია, რათა გამოცხადებული მორატორიუმიდან გამოსვლა მსუბუქად მოხდეს
„სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა მნიშვნელოვანია, რათა გამოცხადებული მორატორიუმიდან მოხდეს ძალიან მსუბუქად და უმტკივნეულოდ გამოსვლა“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრმა იმ მიზეზებზე ისაუბრა თუ რატომ არის გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა მაჩვენებელი. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ 2020 წლის მარტიდან, სოციალურად დაუცველების გადამოწმებაზე, მორატორიუმი გამოცხადდა და შესაბამისად აღარ ხდებოდა შემწეობის მიმღები პირების გადამოწმება. ასევე, გამარტივდა სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების პროცედურაც. „2020 წლამდე დაახლოებით, 440 ათასი სოციალურად დაუცველი გვყავდა ბაზაში და 200 000-ზე მეტი სწორედ მორატორიუმის გამო დაემატა. დასაქმების პროგრამის დაწყების ძირითადი მიზეზი კი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების, დასაქმების კუთხით გააქტიურებაა. ვეხმარებით მათ, რომ თავისი შესაძლებლობები, კვალიფიკაცია და უნარები, რაიმე სახით, აიმაღლონ. თუ ადამიანი, ჩვენი შეთავაზებიდან ერთ-ერთს აირჩევს, 4 წლის განმავლობაში მას და მის ოჯახს არ გადავამოწმებთ, ხოლო ვინც უარს იტყვის ამ შეთავაზებებიდან ნებისმიერზე, მაშინ უკვე, 2023 წლის 1 მარტიდან გვექნება სამართლიანი და სრული ლეგიტიმური უფლება, რომ ჩვენ მათი სოციალური მდგომარეობა გადავამოწმოთ“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პანდემიის პირობებში, სოციალურად დაუცველი პირების გადამოწმებაზე მორატორიუმი გამოცხადდა. რის შედეგადაც ოჯახებს სარეიტინგო ქულა და სოციალური დახმარება გარანტირებულად უნარჩუნდებოდათ. აქედან გამომდინარე, იზრდება საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, რადგან მორატორიუმის გამო, სისტემიდან უკვე არსებული ოჯახების გადინება შეჩერდა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)