|
2022-09-22 12:35:56, 1933 ნახვა
მსოფლიო
„ვაფრთხილებთ აშშ-ს, ენას კბილი დააჭიროს“ - ჩრდ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიყიდვის ბრალდებებზე
ვაფრთხილებთ აშშ-ს, ენას კბილი დააჭიროს და შეეშვას დაუფიქრებელი კომენტარების გაკეთებას და ჩრდილოეთ კორეისთვის შენიშვნების მიცემას,- ასე გამოეხმაურა ჩრდილოეთ კორეა აშშ და მისი პარტნიორი სახელმწიფოები ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, იარაღით ვაჭრობა სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ კორეას რუსეთში იარაღი ექსპორტზე არ გააქვს, „ჩვენ გვსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ და გარკვევით ვთქვათ, რომ ჩვენ იარაღი და საბრძოლო მასალა ექსპორტზე რუსეთში არასდროს გაგვიტანია და არც ვაპირებთ გატანას. ზუსტად ცნობილი არ არის, აშშ-ს მიერ გავრცელებული ჭორი სად იღებს სათავეს, მაგრამ მისი მიზანი ჩრდილოეთ კორეის იმიჯის შელახვაა. ჩვენ ვგმობთ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ აშშ-ს დაუფიქრებლად გავრცელებულ ჭორს, მისი პოლიტიკური და სამხედრო მიზნების მისაღწევად. ვაფრთხილებთ აშშ-ს, ენას კბილი დააჭიროს და შეეშვას დაუფიქრებელი კომენტარების გაკეთებას და ჩრდილოეთ კორეისთვის შენიშვნების მიცემას“,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ბრიტანეთის დაზვერვამაც გაავრცელა ცნობები, რომ რუსეთმა ირანისგან უპილოტო საფრენი აპარატები, ხოლო ჩრდილოეთ კორეისგან რაკეტები და ჭურვები შეიძინა. დაზვერვის ცნობით, რუსეთი საკუთარი მარაგების შემცირების ფონზე, სხვა სანქცირებული ქვეყნებისგან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, უფრო და უფრო მეტ იარაღს ყიდულობდა. ამასთან, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა რომ რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა „ერთად გააფართოვებს ყოვლისმომცველ და კონსტრუქციულ ორმხრივ ურთიერთობებს”. კორეის განთავისუფლების დღესთან დაკავშირებით კიმისთვის მიწერილ წერილში პუტინმა დაწერა, რომ მჭიდრო კავშირები ორივე ქვეყნის ინტერესებშია და ხელს შეუწყობს კორეის ნახევარკუნძულისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებას.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)