22:52 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-22 09:49:32, 1607 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა საუდის არაბეთს გადასცა ტყვედ ჩავარდნილი უცხოელები, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინაში

რუსეთმა საუდის არაბეთის მეფისნაცვლის, მუჰამედ ბინ სალმანის შუამავლობით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს ტყვედ ჩავარდნილი 10 უცხოელი გაათავისუფლა.

საუდის არაბეთში თვითმფრინავით ჩამოვიდა ბრიტანეთის ხუთი მოქალაქე, ორი ამერიკელი, მაროკოელი, შვედი და ხორვატი. გათავისუფლებულთა შორის არიან ბრიტანელები შონ პინერი და ეიდენ ესლინი, ასევე მაროკოს მოქალაქე ბრაჰიმ საადუნი. ივნისში, თვითგამოცხადებული დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სასამართლომ მათ სიკვდილი მიუსაჯა მერკენარიზმისთვის. გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ისინი ჩამოდიან თვითმფრინავიდან და ხელს ართმევენ საუდის არაბეთის ჩინოვნიკებს.

მარიუპოლის დამცველი აზოვსტალის გმირების რუსეთის ტყვეობიდან დახსნა, მას შემდეგ გახდა შესაძლებელი რაც, მოსკოვს პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვეჩუკი გადაეცა. - ამის შესახებ, უკრაინული მედია წერს.
აზოვსტალის მცველთა ნაწილი ტყვეობიდან თავისუფალია. ტყვეთა გაცვლა ჩერნიგოვის რეგიონში მოხდა. 

რუსი ოკუპანტებისგან აზოვსტალის დამცველები, სვიატოსლავ პალამარი, საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა და აზოვის პოლკის მეთაურუ  დენის პროკოპენკოც გათავისუფლდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics