08:37 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 17:39:50, 1058 ნახვა

მსოფლიო
საპროტესტო აქციები ირანში - ქალებმა ჰიჯაბები მოიხსნეს და დემონსტრაციულად დაწვეს

მეხუთე დღეა, რაც ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. პოლიციელების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებს სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.

აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ურმიაში, პირანშაჰრსა და კერმანშაჰში უსაფრთხოების ძალების მიერ დახვრეტილ სამ მომიტინგეს შორის ერთი ქალი იყო.

ხელისუფლებამ დემონსტრანტები დაადანაშაულა კერმანშაჰში ორი მშვიდობიანი მოქალაქის და ასევე შირაზში პოლიციის თანაშემწის მკვლელობაში.

გარდა ამისა, დღეს, ქალებმა თავიანთი ჰიჯაბები მოიხსნეს და დემონსტრაციულად დაწვეს.

ცნობისთვის, საქმე ეხება 22 წლის მაჰსა ამინს ირანის ქურთისტანის პროვინციიდან, რომელიც დაკავების შემდეგ, კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. აღნიშნულმა ფაქტმა,  გამოიწვია დემონსტრაციები მრავალ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში.ბოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ განაცხადა, რომ იყო "შეზღუდული" საპროტესტო აქციები შვიდი პროვინციის რიგ ქალაქში, რომლებიც პოლიციამ დაარბია

პოლიციის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ავად გახდა, როდესაც ის სხვა ქალებთან ერთად ელოდებოდა პოლიციას. მაგრამ ამინის მამამ არაერთხელ თქვა, რომ მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და დასძინა, რომ მას ფეხის სისხლჩაქცევები ჰქონდა. 

თეთრი სახლის სპიკერის თქმით, „მაჰსა ამინისთვის სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული იქნა იმის გამო, რომ ის ატარებდა "არაშესაფერისს" ჰიჯაბს, რაც არის ადამიანის უფლებების შემზარავი და საშინელი შეურაცხყოფა“.

საპროტესტო გამოსვლები ყველაზე ინტენსიური იყო ქურთისტანის რეგიონში, სადაც ხელისუფლებამ ჩაახშო 8-დან 10 მილიონამდე ქურთი უმცირესობის საპროტესტო აქციები. ჰენგავმა განაცხადა, რომ ორშაბათს 75 ადამიანი დაშავდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics