|
2022-09-21 10:10:34, 973 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - რუსეთი, მისი ხელმძღვანელობა და ყველა ვინც „რეფერენდუმებში" მონაწილეობს, პასუხს აგებს
რუსეთი, მისი ხელმძღვანელობა, ყველა ვინც „რეფერენდუმებში" და სხვა დარღვევებში მონაწილეობს, პასუხს აგებს,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, რეფერენდუმები არღვევს საერთაშორისო სამართალს. „რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა მონაწილე, ვინც უკრაინაში ამ „რეფერენდუმებში“ და საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევებში მონაწილეობს, პასუხს აგებს. "ხმის მიცემა“ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივი სამხედრო საფრთხის ქვეშ ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ნების თავისუფალ გამოხატულებად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს"- განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, რუსეთი რეფერენდუმის ჩატარებას ოკუპირებულ დონეცკში, ლუგანსკსა და ხერსონის ნაწილში 23-27 სექტემბერს გეგმავს.. 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)