01:29 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 10:15:06, 1038 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა, აშშ-ში, C ჰეპატიტის ელიმინაციის ქართული მოდელის პრეზენტაცია წარადგინა

ზურაბ აზარაშვილი, ოფიციალური ვიზიტით, აშშ-ში იმყოფება. ჯანდაცვის მინისტრი ჰეპატიტების ელიმინაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის პარალელურად იმართება. 

ღონისძიებაზე, ზურაბ აზარაშვილმა C ჰეპატიტის ელიმინაციის ქართული მოდელის პრეზენტაცია წარადგინა და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც 2025 წლისთვის 21-ე საუკუნის ორ ძირითად ეპიდემიას - აივ/შიდსი და C ჰეპატიტი ერთდროულად დაასრულებს.

„საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა განსხვავდება სხვა ქვეყნების გაფართოებული მკურნალობის ხელმისაწვდომობის პროგრამებისგან, სადაც მკურნალობა ძირითადად უტარდებათ პაციენტებს, რომლებმაც იციან თავიანთი HCV სტატუსი და მიმართავენ კლინიკებს, მაშინ, როდესაც საქართველოს პროგრამა ეფუძნება შემთხვევების აქტიურ აღმოჩენას, სხვადასხვა ინტერვენციების საშუალებით. შემთხვევების აქტიური აღმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო დემონსტრირება არის ინოვაციური პროექტი C ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და აივ ინფექციის ინტეგრირებული სკრინინგისა და გამოვლენის შესახებ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. 

მაღალი დონის შეხვედრაზე, C ჰეპატიტის ელიმინაციის მხრივ, საქართველოს მიღწევებს გაესვა ხაზი და აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველო ლიდერი ქვეყანაა.

ჰეპატიტების ელიმინაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „გაეროს მეგობართა ჯგუფი ჰეპატიტების ელიმინაციისთვის“ დაფუძნდა, რომლის მიზანიც 2030 წლისთვის, გაეროს მდგრადი განვითარებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად, C ჰეპატიტის ელიმინაციაა. 
ღონისძიებაზე საქართველომ და სხვა წევრმა ქვეყნებმა მეგობართა ჯგუფის შექმნის დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც ლიდერი ქვეყნის ჩართულობა სხვა წევრ სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics