01:29 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-20 17:46:06, 1096 ნახვა

საზოგადოება
ისრაელის იუსტიციის სამინისტროსთან სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის შესახებ თანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა

ისრაელისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს რატი ბრეგაძემ და ისრაელის ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა გიდეონ საარმა.

დეკლარაცია წარმოადგენს მხარეებს შორის 2021 წლის ოქტომბერში გაფორმებული მემორანდუმის გაგრძელებას და ითვალისწინებს ისეთ საკითხებში თანამშრომლობას, როგორიცაა: საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა, ბიზნესისა და მიწის რეგისტრაცია, სანოტარო სერვისები, ელექტრონული აპოსტილი და სხვა.

დოკუმენტის ხელმოწერამდე მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, საჯარო სერვისების დიგიტალიზაციის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა, დაგეგმილი სემინარები და ერთობლივი ღონისძიებები გასული წლის ოქტომბერში ხელმოწერილი მემორანდუმის სწრაფი და ეფექტიანი შესრულების ნათელი მაგალითია.

რატი ბრეგაძემ კოლეგას სერვისების მიწოდების სფეროში ბოლო დროს განხორციელებული სიახლეების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკვე ფუნქციონირებს 8 მობილური იუსტიციის სახლი და წლის ბოლომდე მისი რიცხვი ოცამდე გაიზრდება.  მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა მობილურ აპლიკაცია „JustApp"-ზე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ყველა სერვისი ონლაინ მიიღოს.  შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისრაელელ მეცნიერებს ჟურნალ „იუსტიციაში" სტატიების გამოქვეყნებაც შესთავაზა. 

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები ბექა ძამაშვილი, ბუბა ლომუაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი და ერეკლე ღვინიანიძე, ასევე, საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი ესწრებოდნენ.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics