2022-09-15 13:17:00, 1621 ნახვა
მსოფლიო
მედია - ვლადიმერ პუტინის ლიკვიდაციის მიზნით, მის მანქანაზე თავდასხმა მოხდა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ლიკვიდაციის მიზნით მის მანქანაზე თავდასხმა განხორციელდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, პუტინი არ დაშავებულა, თუმცა დააკავეს მისი დაცვის სამსახურის რამდენიმე წევრი, რამდენიმე კი საერთოდ გაუჩინარდა.
როგორც გამოცემა წერს, თანამშრომლების გაუჩინარება, სავარაუდოდ იმ მიზეზით მოხდა, რომ პუტინის გადაადგილების საიდუმლო მარშრუტი გამჟღავნდა.
„პრეზიდენტის დაცვის კორტეჟის სამი წევრი გაიქცა. მანქანა რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, შემთხვევიდან რამდენიმე კილომეტრში ცარიელი იპოვეს“,- წერს გამოცემა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,