2022-09-15 09:18:33, 1199 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ავარიაში მოყვა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ოლქში ავარიაში მოყვა,-აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მისი პრესსამსახურის წარმომადგენელი, სერგეი ნიკიფოროვი ავრცელებს.
ნიკოფოროვის თქმით, ზელენსკის მანქანას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, ამასთან, ზელენსკი ექიმებმა უკვე გასინჯეს, მას სერიოზული დაზიანებები არ აქვს.
ნიკიფოროვის ცნობითვე, პრეზიდენტის ესკორტის თანმხლებმა ექიმებმა მძღოლს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
„სახელმწიფოს მეთაურის თანმხლებმა ექიმებმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს სასწრაფო დახმარება გაუწიეს და სასწრაფოს გადასცეს“, - განაცხადა ნიკიფოროვმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,