02:04 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 17:40:00, 1633 ნახვა

ომი უკრაინაში
სტეფანიშინა - რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების განახლებას ჯიუტად სთავაზობდა

რუსეთის აგრესიული ქმედებების პარალელურად მოლაპარაკებების ბერკეტები განსხვავდება იმისგან, რაც თებერვალში იყო. - ამის შესახებ უკრაინის ვიცეპრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობდა.

"რუსეთის ოფიციალური პირების სხვადასხვა ჯგუფებისგან იყო როგორც საჯარო, ასევე არასაჯარო მცდელობები. უკრაინა არასდროს დაშორებულა მოლაპარაკებებს, მაგრამ იმ დანაშაულებების სიმძიმის გათვალისწინებით, რომელიც რუსეთმა ჩვენს მიწაზე ჩაიდინა და ყოველთვიურად აგრძელებს, მოლაპარაკებების ბერკეტები განსხვავდება იმისგან, რაც თებერვალში იყო". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics