|
2022-09-14 10:22:07, 1131 ნახვა
მსოფლიო
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) სომხეთში სადამკვირვებლო მისიას გაგზავნის
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) სომხეთში გაგზავნის სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც გენერალური მდივანი, სტანისლავ ზასი უხელმძღვანელებს. მათი ამოცანა იქნება აზერბაიჯანთან კონფლიქტის ზონაში სიტუაციის შეფასება , სახელმწიფოს მეთაურებისთვის ანგარიშის მომზადება და დაძაბულობის დეესკალაციის წინადადებების შემუშავება. მისიაში ასევე მონაწილეობას მიღებენ ОДКБ-ს გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი სიდოროვი და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ ერევნის მოთხოვნით კოლექტიური უშიშროების საბჭოს ონლაინ სხდომა გაიმართა . სამშაბათს ღამით , სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო, მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს , CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს . სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში. დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან ), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან .
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)