03:36 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-13 17:18:59, 957 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი ვროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი  ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდეს შეხვდნენ

დღეს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდნენ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდეს, რომელიც თბილისში საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობის 30 წლის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა.  

შეხვედრას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეები.

მხარეებმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვეს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, ამ პერიოდში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა სფეროში, მათ შორისაა: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, რეგიონული განვითარება, ადამიანური კაპიტალი, ინოვაციები, ციფრული კავშირები და სხვა.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს გადაწყვეტილება - 30 წლიანი პარტნიორობის შემდეგ, გახდეს მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) დონორი სახელმწიფო, რომლის თაობაზეც დღეს ოფიციალურად გაფორმდება შეთანხმება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყნის მიერ მიღებული გამოცდილება და ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები, იძლევა შესაძლებლობას საქართველო ჩადგეს იმ ქვეყნების რიგში, რომლებიც მხარს უჭერენ მსოფლიო ბანკის ჯგუფს, ჰქონდეს შესაძლებლობა შეღავათიან სესხებსა და გრანტებს სთავაზობდეს მსოფლიოს ყველაზე ღარიბ, განვითარებად ქვეყნებს.

ქართულმა მხარემ სტუმარს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ვითარება, განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრები. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონსა და მსოფლიოში.

თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა მსოფლიო ბანკის მზაობა, გააგრძელოს სრული მხარდაჭერა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics