|
2022-09-13 15:55:54, 904 ნახვა
საზოგადოება
კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა
დიდი დიღმის IV მიკრორაიონში არსებულ 6 003 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული სამშენებლო პროექტის შემდეგ, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა. დოკუმენტები მათ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადასცა. „ესენი არიან კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახები, რომლებიც ამ დღეს 30 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ. მათ ჰპირდებოდნენ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმებოდა, საცხოვრებლით დაკმაყოფილდებოდნენ, თუმცა, სიტყვები სიტყვებად რჩებოდა. როდესაც საქმიანობას შევუდექით, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ პრობლემის მოგვარება იყო. როგორც ქალაქის მერს, ძალიან მიხარია, რომ დღეს 27 ოჯახს საცხოვრებელი გადავეცით. დაზარალებული, დაახლოებით, 3 100 ოჯახია. სხვადასხვა ეტაპზეა სამშენებლო სამუშაოები - ზოგი დასრულდა, ზოგი პროცესშია, ზოგი სანებართვო პროცედურებს გადის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა ფართები მიიღონ და პროგრამა წარმატებით დასრულდეს. ვულოცავ მათ. მუდამ ასეთი გახარებული ყოფილიყვნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაკმაყოფილებულმა 27-მა პირმა საკუთრებაში მიიღო 52 ერთეული უძრავი ქონება. პროექტის განმახორციელებელ კომპანიას - შპს „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფს“ კიდევ ორი სამშენებლო ობიექტი აქვს, რომლის ფარგლებშიც, ფართები კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებულ 104 პირს გადაეცემა. კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, ალტერნატიული ფართი უკვე მიიღო 1 744-მა ოჯახმა. ამ ეტაპზე, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში შემოსულია 600-მდე დაზარალებული პირის განაცხადი, რომელთა ფართებით დაკმაყოფილებაც უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოიაზრება. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ავთანდილ ცინცაძე იმყოფებოდნენ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)