|
2022-09-12 11:47:41, 1007 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს აზიის ქვეყნებიდან ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media''ს დირექტორის, ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგის ხელმძღვანელობით, საქართველოს აზიიდან (ჩინეთი, ჰონგ-კონგი, სინგაპური) ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ. ტურის ფარგლებში 10-კაციანი ჯგუფის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ღვინის მაგისტრები, სომელიეები და იმპორტიორები, ღვინის საწარმოები ქართლსა და კახეთში მოინახულეს, კახეთში ასევე გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას. ღვინის მაგისტრის, დებრა მეიბურგის შეფასებით, ქართული ღვინის ცნობადობა და ექსპორტი აზიის ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაზრდილია. „სასიხარულოა ის პროგრესი, რომელსაც ვხედავთ აზიურ ბაზარზე, განსაკუთრებით ჩინეთში, სადაც საქართველოს წარმატება ბოლო პერიოდში უპრეცედენტოა. ქართული ღვინის წარმატება აღსანიშნავია კორეაშიც. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ქართული ღვინის პრესტიჟის, ელეგანტურობისა და მომხიბვლელობის პოპულარიზაციისთვის. ამ მიზნით, დაგეგმილია ღონისძიებები სინგაპურში, აზიის მასშტაბით მცირე ბაზრებზე, რა თქმა უნდა, ჩემს სამშობლოში, ჰონგ-კონგშიც. ჩვენ ვისურვებდით ქართული ღვინის წარმატებას ისეთ პრესტიჟულ ადგილებში, როგორებიცაა მიშელინის ვარსკვლავის რესტორნები. ასევე არ შემიძლია თავი ავარიდო ქართული კულტურის, პოლიფონიური მუსიკის, ცეკვის, სტუმართმასპინძლობის და ანბანის პოპულარიზაციას აზიაში", - აღნიშნა დებრა მეიბურგმა. ღვინის ტურის ფარგლებში, თბილისში ასევე გაიმართა სხვადასხვა კომპანიის ღვინოების დეგუსტაცია, სადაც მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცათ სტუმრებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინოები გაეცნოთ, გასაუბრებოდნენ ღვინის პროფესიონალებს და მიეღოთ მათგან აზიის ბაზრის სპეციფიკასთან დაკავშირებული რჩევები.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)