2022-09-12 10:23:37, 1222 ნახვა
საზოგადოება
მსახიობი მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა
მსახიობი მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა. მსახიობი 61 წლის იყო. ის 1996 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასში თამაშობდა. მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.
მედიის ინფორმაციით, მსახიობის გარდაცვალება გულის შეტევას უკავშირდება. მიხეილ გომიაშვილი კლინიკაში მკურნალობდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,