|
2015-02-05 17:33:42, 950 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის უმაღლესი სკოლა ხვალ ახალი ვებგვერდისა და სასწავლო პორტალის პრეზენტაციას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი სკოლა ხვალ, 11:30 საათზე, მართლმსაჯულების სახლში, ახალი ვებგვერდისა და სასწავლო პორტალის პრეზენტაციას გამართავს. სასწავლო პორტალების სისტემის საშუალებით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის სამიზნე ჯგუფის ყველა წარმომადგენელს (სამოსამართლო კანდიდატები, მოსამართლეები, თანაშემწეები და სხვა) პირადი ვებგვერდი ექნება, რომლის საშუალებითაც ისინი საკუთარი სასწავლო პროცესების მართვას თავად შეძლებენ. მაგალითისთვის: სასწავლო პორტალების მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში სამოსამართლო კანდიდატის (იუსტიციის მსმენელის) მიერ დავალებების მიღება, შესრულება და მათი შეფასება მოხდება; სტაჟირების პროცესის შეფასება ონლაინ რეჟიმში განხორციელდება. ვებ-პორტალის ამუშავების შემდგომ, სკოლას ასევე საშუალება ექნება განახორციელოს გამოცდების როგორც ჩატარება, ასევე, შეფასება ელექტრონული ფორმით. იუსტიციის უმაღლესი სკოლის ახალი ვებგვერდი, ინფორმაციული თვალსაზრისით, მაქსიმალურად იქნება მორგებული საზოგადოების ინტერესებზე, რაც უწყებას საშუალებას მისცემს, სკოლაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდოს პროაქტიულ რეჟიმში. პროექტი განხორციელდა „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)