03:39 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-11 11:29:08, 1477 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - სექტემბრიდან, ჩვენი ტერიტორიის 2000 კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია

სექტემბრის დასაწყისიდან, ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2000 კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია, - ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართაში განაცხადა. 

მისი თქმით, რუსული არმია ამ დღეებში აჩვენებს იმას, რისი გაკეთებაც საუკეთესოდ შეუძლია - გაქცევა. 

"ჩვენი ჯარისკაცების მოძრაობა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. ამჟამად, აქტიური ოპერაციების ფარგლებში, სექტემბრის დასაწყისიდან, ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2000 კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია. რუსული არმია ამ დღეებში აჩვენებს საუკეთესოს, რაც შეუძლია - გაქცევა. ეს კარგი არჩევანია მათთვის. უკრაინაში ოკუპანტების ადგილი არ არის და არც იქნება.

დღეს მადლობას ვუხდი უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-15 სლავური პოლკის მებრძოლებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ ხარკივის მიმართულებით. მადლობას ვუხდი 214-ე ცალკეული მსროლელი ბატალიონის ჯარისკაცებს ბალაკლიეში ვითარების უზრუნველსაყოფად, რომლებმაც დაზვერვის მთავარი სამმართველოს, სპეციალური ოპერაციების ძალებთან, ეროვნული გვარდიის სპეცრაზმთან და პოლიციასთან ერთად, სრული კონტროლი დაუბრუნეს ქალაქს.

მადლობა ყველა ჩვენს მცველს, რომლებმაც ამ კვირებში ჩვენი გამარჯვების მოახლოება კიდევ უფრო ხელშესახები გახადეს!", - განაცხადა ზელენსკიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics