13:33 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-10 10:40:48, 1408 ნახვა

მსოფლიო
მეფე ჩარლზ III-სა და ლიზ ტრასს შორის ბუკინგემის სასახლეში პირველი აუდიენცია გაიმართა

მეფე ჩარლზ III-სა და დიდი ბრიტანეთის პრემირ-მინისტრ, ლიზ ტრასს შორის ბუკინგემის სასახლეში პირველი აუდიენცია გაიმართა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა independent-ი აბრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩარლზ მესამემ პრემიერს უთხრა, რომ დედის გარდაცვალება იყო „მომენტი, რომლისაც ეშინოდა“. 

მათივე ცნობით, ტრასმა სამძიმარი გამოთქვა, ჩარლზმა მას მადლობა გადაუხადა და უთხრა: „ძალიან კეთილი ხარ, რომ მოხვედი - ვიცი, რამდენად დაკავებული ხარ“.

ცნობისთვის, ლიზ ტრასი მოკლედ ესაუბრა მეფეს ტელეფონით ხუთშაბათს საღამოს, რათა თანაგრძნობა გამოეხატა დედის, დედოფალი ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების გამო. მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პრემიერი მას პირისპირ ესაუბრა. 

ამასთან, ტრასმა მოუწოდა ქვეყანას, მხარი დაეჭირათ ახალი მონარქისთვის. მან განუცხადა დეპუტატებს, რომ მეფეს "აკისრია გასაოცარი პასუხისმგებლობა, რომელსაც ახლა ის იღებს ჩვენთვის", და დასძინა: "მიუხედავად იმისა, რომ ის გლოვობს, მისი მოვალეობისა და სამსახურის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა აშკარაა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics