|
2022-09-09 15:07:31, 1250 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ივერთუბანში წყალარინების მიწისქვეშა სატუმბი სადგური დაათვალიერა
ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა. პროექტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. „ივერთუბნის დასახლებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. აქ ძალიან ბევრი პრობლემა იყო - არ არსებობდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. პირველი, რაც იყო გასაკეთებელი, ეს იყო სატუმბი სადგურის მოწესრიგება, იმისთვის, რომ შემდეგ უკვე კონკრეტულ ქუჩებზე, კონკრეტულ დასახლებაში შევიდეთ და მოხდეს მიწისქვეშა კომუნიკაციების პროექტის განხორციელება და ოჯახების დაერთება. სატუმბი სადგური დღეს უკვე სატესტო რეჟიმში მუშაობს და რამდენიმე დღეში ოფიციალურად გადაეცემა კომპანია „ჯივიპის“ იმისთვის, რომ მოემსახუროს აქ მცხოვრებ ადამიანებს. პარალელურად, მიმდინარეობს დაქსელვის სამუშაოები და დაერთებები კონკრეტულ ქუჩებსა და ჩიხებში. აქ 1 100 ოჯახია და ძალიან ბევრ მათგანს სჭირდებოდა ამ პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ივერთუბნის დასახლებაში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა და საბავშვო ბაღის მშენებლობაც იგეგმება. „გარდა ამისა, აქვე ძალიან დიდი პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. ესეც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო და უახლოეს მომავალში სამუშაოებსაც დავასრულებთ. ასევე, მალე გვექნება საბავშვო ბაღის პროექტი და დავიწყებთ მშენებლობას. საკმაოდ დასახლებული უბანია და ის დაპირება, რომელიც იყო მიცემული ამ ადამიანებისთვის, შესრულებული იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა. სატუმბი სადგური რთული რელიეფის მქონე ტერიტორიაზე წყალარინების ქსელის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს და ივერთუბნის დასახლების უმეტეს ქუჩებსა და ჩიხებს მოემსახურება. პროექტის ფარგლებში, დასახლებაში თანამედროვე ტიპის ტუმბოები და დიდი მოცულობის - 500 კვ.მეტრიანი საავარიო რეზერვუარი მოეწყო. სატუმბ სადგურზე დაცულია ყველა სახის ჰიგიენური ნორმები. პარალელურად, წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყო ხუდადოვის, შერვაშიძის და ხერხეულიძეების ქუჩებზე, ასევე, შერვაშიძის III, IV და VI შესახვევებში. ამჟამად, ქსელის მოწყობა მიმდინარეობს შერვაშიძის I შესახვევში, ხოლო მოსახლეობის დაერთების სამუშაოები ხერხეულიძის ქუჩასა და შერვაშიძის I შესახვევში ხორციელდება. ამ დროისთვის, უკვე დაერთებულია 50 ოჯახი, ხოლო დანარჩენ ქუჩებზე ცენტრალური ქსელის მოწყობის და დაერთების სამუშაოები. ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 105 111 ლარით დაფინანსდა. პროექტი, მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა ლევან ნაროუშვილმა, ასევე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა - რიმა ბერაძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერეს.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)