13:30 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 18:12:01, 1268 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინას, საქართველოს და სხვა მოკავშირე ქვეყნებს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინას საქართველოს და კიდევ 17 ქვეყანას სამხედრო დახმარებას გამოუყოფს.

2.2 მილიარდი დოლარი საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში უკრაინისა და მისი 18 მეზობლის უსაფრთხოების გასაძლიერებლად გამოიყოფა. ამ ეტაპზე, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება  დაახლოებით 15,2 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

"ნატო-ს მრავალი მოკავშირე ქვეყანა, რეგიონალური უსაფრთხოების პარტნიორები, რომლებსაც პოტენციურად რუსეთის მომავალი აგრესია ემუქრებათ. შვიდი თვე გავიდა პრეზიდენტ პუტინის მიერ თებერვლის უკრაინაში შეჭრიდან და ომის საშინელი მსხვერპლი კვლავ იზრდება. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაიჭრა, 13 მილიონი უკრაინელი სამოქალაქო პირი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები, ისტორიული ქალაქები ნანგრევებად აქციეს, შემზარავი ცნობები მიმდინარე სისასტიკეების შესახებ, რისკის ქვეშ მყოფი ატომური ელექტროსადგურები, საკვების დეფიციტი, საკვების ფასების მკვეთრი ზრდა მთელ მსოფლიოში. უკრაინის არაჩვეულებრივი ფრონტის დამცველები აგრძელებენ გაბედულად ბრძოლას თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის და პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინელ ხალხს მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება,"- ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics