2022-09-08 17:12:06, 1544 ნახვა
საზოგადოება
ახმეტის მუნიციპალიტეტში 16 წლის ბიჭი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ დუმასტურში 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა. შემთხვევა სპორტდარბაზში ვარჯიშის დროს მოხდა.
როგორც ადგილობრივები "მთავარ არხთან" საუბრისას ყვებიან, მოზარდმა მანევრირების დროს ქალა ფუძის ტრავმა მიიღო და გარდაიცვალა.
"დუმასტურში მამას ჰყავდა წაყვანილი სავარჯიშოდ, ძიუდოს დარბაზია, იქ. ვარჯიშის დროს, სავარაუდოდ, კისრის ტრავმა მიიღო და მამის თვალწინ დაიღუპა "- ყვებიან სოფელ ქისტაურის მცხოვრები.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,