13:30 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 12:08:16, 1318 ნახვა

მსოფლიო
ინდონეზია მზადაა გამართოს შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის G20-ის სამიტის ფარგლებში

ინდონეზია მზადაა გამართოს შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუს დიქტატორ, ვლადიმერ პუტინს შორის G20-ის სამიტის ფარგლებში. აღნიშნულის შესახებ ინდონეზიის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში, ხოსე ტავარესმა განაცხადა, RIA Novosti-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულისთვის G20-ის პლატფორმის გამოყენება სწორი იქნებოდა.

„ეს კარგი იქნება - პლატფორმა არის. თუ ისინი გამოიყენებდნენ ამ პლატფორმას, კარგი იქნებოდა. ინდონეზია მზადაა დაეხმაროს ამ საკითხში”, - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ინდონეზია მხარს უჭერს თურქეთის ძალისხმევას ადრე გამართულ მოლაპარაკებებში.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თუ მათ სურთ გამოიყენონ G20 სამიტის ადგილი მათი შეხვედრისთვის, მაშინ რატომაც არა? ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა",- დასძინა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრეზიდენტ ზელენსკისთან მოლაპარაკება გამართა, რომლის დროსაც მან ის პუტინთან შესახვედრად მიიწვია. ამის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების სრული გაყვანის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics