05:41 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-07 13:25:16, 1024 ნახვა

საზოგადოება
IDFI - ბოლო ოთხ თვეში შემოსული პირებიდან, ქვეყანა კვლავ არ დაუტოვებია რუსეთის 42,577 მოქალაქეს

ტურიზმი თუ მიგრაცია? - თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევას აქვეყნებს, სადაც 2022 მარტი-ივნისის თვეში რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დარჩენის მაჩვენებელია ნაჩვენებბი. 

კვლევით დადგნდა, რომ 2022 წლის 25 თებერვლიდან 30 ივნისამდე შემოსული პირებიდან, მინიმუმ ერთი თვის დაყოვნების შემდეგ (31 ივლისის მდგომარეობით), ქვეყანა კვლავ არ დაუტოვებია რუსეთის 42,577 მოქალაქეს. 

ასევე, 2022 წლის მარტი-ივნისის თვეებში საქართველოში დარჩა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა),  რუსეთის 49,505 მოქალაქე,  ბელარუსის 15,237 მოქალაქე (2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში ჯამში დარჩა 64,742 რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე).

გარდა ამისა, კვლევის ძირითადი მიგნებებია: 

  • 2022 წლის მარტი-ივნისის თვეებში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში დარჩა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) რუსეთის 16,476-ით მეტი მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 11,531-ით მეტი მოქალაქე. 
  • საქსტატის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2022 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით გაორმაგდა რუსეთის მოქალაქეების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა.                           
  • 2022 წლის მეორე კვარტალში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, დასვენების, გართობის და რეკრეაციის მიზნით ვიზიტორთა პროცენტული წილი 58%-დან 45%-მდე შემცირდა, ხოლო მეგობრების და ნათესავების მონახულებისთვის ჩამოსულთა წილი 15%-დან 20%-მდე გაიზარდა.
  • 2022 წლის მარტი-ივნისის თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა რუსეთის 3,036 მოქალაქეს, უკრაინის 135 მოქალაქეს, ხოლო ბელარუსის მხოლოდ 41 მოქალაქეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics