16:56 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-04 16:41:00, 1976 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთი გერმანიას მეორე მსოფლიო ომის რეპარაციების გადახდის საკითხზე დიპლომატიურ ნოტას გაუგზავნის

ვარშავა ბერლინს მეორე მსოფლიო ომის რეპარაციების გადახდის საკითხთან დაკავშირებით  დიპლომატიურ ნოტას გაუგზავნის.პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ შაბათს TVP3-ის ეთერში განაცხადა, რომ მას არასოდეს უთქვამს უარი გფრდ-ისგან მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზიანის კომპენსაციის მიღებაზე.

მან დასძინა, რომ უახლოეს თვეებში პოლონეთი წარმოადგენს ანგარიშს ომში არსებული დანაკარგების შესახებ. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ამ პრობლემის სამართლებრივი სტატუსის გარკვევა.

"პოლონეთის მხრიდან უარი არ ყოფილა რეპარაციების შესახებ, არც ერთი უარი კომპენსაციაზე. გერმანიას დიპლომატიურ ნოტას გავუგზავნით. ჩვენ მათ მოვუწოდებთ მოლაპარაკების პროცესში. ჩვენ ამას მივაღწევთ ყველა შესაძლო ფორუმზე, ყველა შესაძლო გზით“, - განაცხადა მორავიეცკიმ.

 მორავიეცკი ირწმუნება, გაერო-ს არც ერთ დოკუმენტში არ არის მსგავსი რეზოლუცია და აღნიშნული დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო საერთაშორისო დოკუმენტებში.

რამდენიმე დღის წინ ვარშავაში წარადგინეს ანგარიში მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის ოკუპაციის შედეგად პოლონეთისთვის მიყენებული ზარალის შესახებ. პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ბერლინმა ვარშავას უნდა გადაუხადოს 1,5 ტრილიონ დოლარზე მეტი, საომარი რეპარაციების სახით. გერმანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხის განხილვას პოლონეთთან არ აპირებენ და საკითხს დახურულად მიიჩნევენ, რადგან პოლონეთმა უარი თქვა რეპარაციებზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics