16:58 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-31 10:36:45, 1718 ნახვა

მსოფლიო
გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი კიევიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ გაემგზავრა

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი კიევიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ გაემგზავრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია,  როდის ჩავლენ ექსპერტები ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურის რაიონში, რომელსაც ამჟამად ოკუპანტები აკონტროლებენ.

როგორც IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნა, ელექტროსადგურზე ექსპერტები "რამდენიმე დღის" გატარებას გეგმავენ.

„6 თვიანი ძალისხმევის შემდეგ დღეს საბალოოდ გავდივართ ატომური ელექტროსადგურისკენ. როგორც იცით, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მისია, რომ შევაფასოთ ადგილზე არსებული რეალური ვითარება და როგორც შეგვიძლია, დავეხმაროთ სიტუაციის სტაბილიზებაში. იქ რამდენიმე დღეს გავატარებთ, შემდეგ კი მოხსსნებას მოვამზადებთ. ეს ოპერაციები ძალიან კომპლექსურია. ომის ზონაში მივდივართ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც მოითხოვს ორივე მხარისგან გარანტიებს",- განაცხადა გროსმა.

თავის მხრივ, ზაპორიჟჟიას რეგიონის გოლეიტერმა ევგენი ბალიცკიმ რუსული მედიისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ IAEA-ს მისია ZNPP-ში ერთი დღე უნდა გაგრძელდეს.

„ვიზიტის პროგრამა გათვლილია ერთ დღეში. მათ უნდა გადახედონ სადგურის მუშაობას ერთ დღეში. ის ელემენტები, რაც მათი თქმით, ჩანს პროცესში. სადგურის მუშაობის გასაცნობად ეს ბუნდოვანი კონცეფცია",- განაცხადა ბალიცკიმ. 

ცნობისთვის, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა 14-კაციანი ჯგუფი კიევში გუშინ ჩაფრინდა. 

შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

დღის განმავლობაში მიღებულ იქნა ინფორმაცია ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შესახებ.

სადგურის გაჩერების ინციდენტს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც და აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა იმ სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ.

მისივე თქმით, ისტორიაში პირველად, მოხდა ისე, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა, რასაც შეიძლებოდა მოყოლოდა რადიაციული ავარიის შედეგები.

ამასთან, 26 აგვისტოს, ბირთვულმა ოპერატორმა Energoatom-მა განაცხადა, რომგაჩერებული ზაპოროჟიეს ერთ-ერთი ელექტროსადგური მიუერთდა ელექტრო ქსელს და ემატება სიმძლავრე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics