23:01 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-29 15:56:53, 8427 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხრეთში კონტრშეტევაზე გადავიდნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალების ნაწილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ზეწოლის გამო, უკვე გარბიან ოკუპირებული პოზიციებიდან ხერსონის რეგიონში - ამის შესახებ კახოვკას შეიარაღებული ძალების ოპერატიული ჯგუფი იტყობინება.

 ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 109–ე პოლკს, რომელმაც პოზიციები დატოვა, ხოლო რუსი მედესანტეები ბრძოლის ველიდან გაიქცნენ. გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი ოკუპანტი ჩივის, რომ შეიარაღებულმა ძალებმა უკვე დაარღვიეს თავდაცვის პირველი ხაზი და რუსულ პოზიციებს ტანკებით, არტილერიითა და ავიაციით ბომბავენ.

კახოვკას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში რუსი სამხედრო მოსამსახურე, სავარაუდოდ, ამბობს, რომ 29 აგვისტოს უკრაინელმა ჯარებმა „გაარღვიეს თავდაცვის პირველი ხაზი“ და „****** [დარტყმა] ტანკებიდან, თვითმფრინავებიდან, არტილერიიდან“.

ტელეარხი Hromadske იუწყება, რომ გარღვევის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს მათი სამი წყარო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთ ნაწილში. რუსული და პრორუსული ძალების გაყვანის შესახებ განაცხადა ასევე თავდაცვის ძალების "სამხრეთის" პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა.

ამასთან, ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში სამუშაო ადგილებიდან ევაკუაცია გამოცხადდა, ხალხი თავშესაფრებში მიდის.
რია ნოვოსტი რუსეთის მიერ კონტროლირებადი ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ვლადიმერ ლეონტიევზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინელმა ჯარებმა დღეში ათზე მეტი სარაკეტო შეტევა განახორციელეს, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სკოლა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics