|
2022-08-26 16:38:55, 3514 ნახვა
მსოფლიო
Energoatom - ზაპოროჟიეს ერთ-ერთი გაჩერებული ელექტროსადგური ელექტრო ქსელს მიუერთდა და მუშაობა განაახლა
გუშინ გაჩერებული ზაპოროჟიეს ერთ-ერთი ელექტროსადგური მიუერთდა ელექტრო ქსელს და ემატება სიმძლავრე,- ამის შესახებ ბირთვულმა ოპერატორმა Energoatom-მა განაცხადა. მათი თქმით, ქსელი დღეს, 14:04 საათზე ჩაირთო. „დღეს, 2022 წლის 26 აგვისტოს, 14:04 საათზე, გუშინ გაჩერებული ზაპოროჟიეს ერთ-ერთი ელექტროსადგური მიუერთდა ელექტრო ქსელს და ემატება სიმძლავრე“,- აღნიშნულია განცხადებაში. მათივე თქმით, ელექტროსადგურის მუშებმა ამისთვის დაუღალაავდ იშრომეს და ისინი ნამდვილი გმირები არიან. „მათ დაუღალავად და მტკიცედ უჭირავთ უკრაინის და მთელი ევროპის ბირთვული და რადიაციულ უსაფრთხოება მხრებზე და თავდაუზოგავად მუშაობენ, რათა მათ მშობლიურ ქვეყანას ჰქონდეს მაცოცხლებელი ელექტროენერგია“,- ვკითხულობთ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აგვისტოს ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დღის განმავლობაში მიღებულ იქნა ინფორმაცია ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შესახებ. სადგურის გაჩერების ინციდენტს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც და აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა იმ სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ. მისივე თქმით, ისტორიაში პირველად, მოხდა ისე, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა, რასაც შეიძლებოდა მოყოლოდა რადიაციული ავარიის შედეგები.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)