18:36 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-26 15:16:53, 1535 ნახვა

მსოფლიო
კულება საერთაშორისო პარტნიორებისგან პეტიციაზე - „პუტინი ტრიბუნალის ქვეშ” ხელის მოწერას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს ხელი მოაწერონ პეტიციას „პუტინი ტრიბუნალის ქვეშ”, რათა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა პასუხი აგოს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმის, დმიტრი კულებას თქმით, უკრაინაზე თავდასხმის ბრძანების გაცემით, პუტინმა ჩაიდინა ყველაზე მძიმე დანაშაული საერთაშორისო მშვიდობის წინააღმდეგ.

„ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მხარი დაუჭირონ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას. ინიციატივის გლობალური საზოგადოების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მოვუწოდებთ მთელ მსოფლიოში ხალხს ხელი მოაწერონ პეტიციას "პუტინი ტრიბუნალის ქვეშ. ეს დანაშაული არ შეიძლება და არ უნდა დარჩეს დაუსჯელი”,- განაცხადა კულებამ.

ცნობისთვის, მარტში კულებამ პირველად მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას ასეთი სპეციალური ტრიბუნალის შექმნისკენ. მას შემდეგ ამ იდეამ მიიღო იურიდიული საზოგადოებისა და სამოქალაქო საზოგადოების, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტის, ნატოსა და ეუთოს მხარდაჭერაა.

ამასთან, 1,8 მილიონმა ადამიანმა ხელი მოაწერა „Avaaz” პეტიციას.

რუსეთის ხელისუფლება „Avaaz”-სგან  პეტიციის მოხსნას ითხოვს. თავის მხრივ, Avaaz-მა პეტიციის მხარდამჭერებს მოუწოდა, მეტი ხელმოწერა შეეგროვებინათ, რათა 2 მილიონის ნიშნულს მიაღწიონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics