|
2022-08-25 13:24:29, 2627 ნახვა
მსოფლიო
კირბი - რუსეთმა უკრაინაში ე.წ რეფერენდუმი, შესაძლოა, მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოაცხადოს
რუსეთმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ რეფერენდუმი, შესაძლოა, მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოაცხადოს,- ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. კირბის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 25 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს აპირებს. „რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურ პირებს დაავალა, რომ ფიქტიური რეფერენდუმების ჩასატარებლად მომზადება დაიწყონ. შესაძლოა, რუსეთმა პირველი ან რამდენიმე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განცხადება უკვე მიმდინარე კვირის ბოლომდე გააკეთოს. პოტენციური ოლქები, სადაც რუსეთმა, შესაძლოა, რეფერენდუმები გამოაცხადოს, არის დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე”,- განაცხადა კირბიმ. მისივე თქმით, აშშ ელის, რომ რუსეთი რეფერენდუმის შედეგებით მცდარ ინფორმაციას გაავრცელებს, რომ უკრაინელ ხალხს რუსეთთან შეერთება სურს. „აშშ-მა და საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიოდ განაცხადეს, რომ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების ნებისმიერი მცდელობა ლეგიტიმურად არ განიხილება“,- დასძინა პენტაგონის სპიკერმა. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი რეფერენდუმების ჩატარებას 11 სექტემბერს გეგმავს. აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმის პარალელურად, 11 სექტემბერს რუსეთის რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)