|
2022-08-24 16:53:19, 2385 ნახვა
კომენტარი
ტიტე აროშიძე - ომისა და ღალატის პარტია კიდევ ერთხელ შეეცადა პროვოკაციის მოწყობას
ომისა და ღალატის პარტია კიდევ ერთხელ შეეცადა პროვოკაციის მოწყობას, - ასე აფასებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე „ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას, რომ უკრაინის მოქალაქეებს ბათუმის მერიის კუთვნილ სცენაზე კონცერტის გამართვის შესაძლებლობა არ მიეცათ. მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება ქვეყანაში მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ „რადიკალური ოპოზიციის“ წარმომადგენლებს სასაცილოდაც არ ეყოთ, მაგრამ ეს ბათუმში ნათლად დადასტურდა. „პირველ რიგში, უკრაინელ ხალხს მინდა მივულოცო ეროვნული დღესასწაული და აღვნიშნო, რომ დღეს უკრაინა მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისათვის. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს ამ ბრძოლაში. რაც შეეხება ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, ომისა და ღალატის პარტია კიდევ ერთხელ შეეცადა პროვოკაციის მოწყობას. ფაქტია ისიც, რომ რამდენიმე ხნის წინ, ჩვენი პარტიის ლიდერმა - ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა იმ მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, რომლებიც იგეგმებოდა ქვეყანაში და მათ შორის აჭარაში. მისი ეს განცხადება, მაშინ, სასაცილოდაც არ ეყოთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაგრამ ეს ნათლად დადასტურდა ბათუმში, როცა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მოტივით ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას. საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, მხარს უჭერს ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მჯერა, ჩვენი საზოგადოება არ აჰყვება არანაირ პროვოკაციას“, - განაცხადა ტიტე აროშიძემ.
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)