05:24 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-24 14:00:39, 1262 ნახვა

მსოფლიო
მაია სანდუ უკრაინელებს - თქვენ ხართ შთაგონება მომავალი თაობებისთვის

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

როგორც სანდუ "ტვიტერზე" წერს,  უკრაინელი ხალხის სიმამაცე არის შთაგონება მომავალი თაობებისთვის.

"უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენ აღფრთოვანებული ვართ უკრაინელი ადამიანების - საკუთარი სახლის დამცველებისა და თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის მებრძოლების სიმამაცითა და დაუმორჩილებლობით. თქვენ ხართ შთაგონება მომავალი თაობებისთვის.

ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად და გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას.  გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!",- წერს მაია სანდუ. 

დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის გამოცხადების 31 წლისთავს აღნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად ზაფხულის ბოლოს აღინიშნება. წელს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა უკრაინელისთვის.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics