20:08 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-23 14:24:27, 974 ნახვა

მსოფლიო
ალექსანდრ დუგინი შვილის პანაშვიდზე - ის რუსეთის გამარჯვებისთვის დაიღუპა

ის დაიღუპა ჩვენი გამარჯვებისთვის, ჩვენი რუსეთის გამარჯვებისთვის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მართლმადიდებლობისთვის,- ამის შესახებიკრემლის პროპაგანდისტმა, ალექსანდრ დუგინმა თავისი ქალიშვილის, დარია დუგინას პანაშვიდზე განაცხადა.

მისი თქმით, ის გრძნობს, იმას თუ რამდენად ბედნიერი იქნებოდა დარია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მამაცობის ორდენი მიანიჭა.

„ის დაიღუპა ჩვენი გამარჯვებისთვის, ჩვენი რუსეთის გამარჯვებისთვის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მართლმადიდებლობისთვის. ბავშვობიდან მისი პირველი სიტყვები, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვასწავლეთ, იყო რუსეთი: ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი, ჩვენი იმპერია. მას არ ჰქონდა შიში და ბოლოს რაც თქვა, როცა ტრადიციის ფესტივალზე ვისაუბრეთ, მითხრა: „მამა, მე თავს მეომარად ვგრძნობ, თავს გმირად ვგრძნობ. მინდა ვიყო ასე, მე. სხვა ბედი არ მინდა. მე მინდა ვიყო ჩემს ხალხთან, ჩემს ქვეყანასთან. ჩემს ბოლო ლექციაზე ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვიყავით და ვუთხარი, რომ ჩვენი ისტორია არის მუდმივი ბრძოლა სინათლისა და სიბნელის შორის. ღმერთსა და მის მოწინააღმდეგებს შორის“,- განაცხადა დუგინმა.

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს, ღამით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის შვილი მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკმა თქმით, ეს მკვლელობა მოწმობს რუსეთის შიგნით ძალაუფლებისთვის და სხვადასხვა ჯგუფს შორის გავლენისთვის ბრძოლას. ამასთან, მომხდართან დაკავშორებით კიევის ჩართულობას უარყოფს.

გარდა პოდოლიაკისა, დუგინას სიკვდილს ასევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა.

მისი თქმით, თუ უკრაინული კვალის ვერსია თუ დადასტურდება, მაშინ შეძლებს, საუბარს კიევის მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე.

გარდა ამისა, დარია დუგინას მკვლელობა თავის თავზე რუსეთის ეროვნულ რესპუბლიკურმა არმიამ აიღო.

ამასთან, როგორც უსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო მომზადებული, ხოლო შემსურლებელი კი უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკია.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნულ  დანაშაულს საზიზღარი და  სასტიკი უწოდა.

რუსეთის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის თქმით, მისი შვილი რუსეთის მტრებმა მალულად მოკლეს, მაგრამ ჩვენს ერს ასეთი გაუსაძლისი დარტყმებითაც კი ვერ გატეხენ

მისივე თქმით, მათ რუსეთის მტრებს სისხლიანი ტერორით სურდათ მათი ნების ჩახშობა ყველაზე დაუცველებზე თავდასხმით, მაგრამ ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტების იდენტიფიცირება - რითეილ ასოციაცია
გუდვილი ასევე დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს მაღაზიათა ქსელი შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics