2022-08-20 12:28:16, 1189 ნახვა
მსოფლიო
სოჭის აეროპორტის მახლობლად ხანძარი გაჩნდა
სოჭის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ხანძარი გაჩნდა.
რუსული მედიის ცნობით, ცეცხლი დამხარე შენობას გაუჩნდა, თუმცა მომხდარს აეროპორტის მუშაობა არ შეუფერხებია.
„აეროპორტის ტერიტორიაზე არაფერი არ იწვის, ამ ტერიტორიაზე დამხმარე შენობას გაუჩნდა ხანძარი, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება“,- განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ.
მათივე ცნობით, სახანძრო ჯგუფმა ხანძარის ლოკალიზება მალევე შეძლო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,