00:05 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-19 21:01:08, 1807 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - აზოვსტალის მცველების პროცესის დროს რუსებმა, შესაძლოა, ტერორისტული აქტი მოაწყონ

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, რუსეთი აზოვსტალის მცველების საჩვენებელი სასამართლო პროცესის გამართვას გეგმავს. - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვამ განაცხადა.

მათივე თქმით, ოკუპანტები აგროვებენ ციხის საკნებს მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე დასადგამად.

"ერთ-ერთი შესაძლო სცენარის მიხედვით, რომელსაც რაშისტები განიხილავენ, არის სარაკეტო თავდასხმა შენობაზე. თუ ასეთი შეთქმულება განხორციელდება, რაშისტები  ჩადენილი დანაშაულის უკრაინაზე გადმობრალებას შეეცდებიან, როგორც სჩვევიათ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics