00:05 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-19 19:41:15, 1861 ნახვა

ომი უკრაინაში
გუტერეში - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათიშვა უკრაინის ელექტროქსელიდან დაუშვებელია

ელექტროსადგურის გათიშვა უკრაინის ელექტროქსელიდან დაუშვებელია,- ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ლვოვში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისი თქმით, სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია უკრაინულია, ის სჭირდება ხალხს, განსაკუთრებით ზამთარში. შესაბამისად ეს პრინციპი სრულად უნდა იყოს დაცული.

„არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები უახლოეს ხანში გეგმავენ ზაპოროჟიეს სადგურზე ენერგობლოკების გათიშვას და მათ გამორთვას უკრაინის ენერგოსისტემიდან. ცალსახაა, რომ ზაპოროჟიეს სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია უკრაინულია. ის სჭირდება ხალხს, განსაკუთრებით ზამთარში. ეს პრინციპი სრულად უნდა იყოს დაცული“,- განაცხადა გუტერეშმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics