21:46 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-18 14:25:45, 1307 ნახვა

მსოფლიო
საბჭოთა ძეგლების აღების შემდეგ, ესტონეთში ფართომასშტაბიანი კიბერშეტევები დაიწყო

მას შემდეგ, რაც ესტონეთის მთავრობამ საჯარო სივრციდან საბჭოთა ძეგლების აღების გადაწყვეტილება მიიღო, ესტონეთში ფართომასშტაბიანი კიბერშეტევები დაფიქსირდა.

რუსულმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ Killnet-მა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო, რომელმაც  200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო საიტი დაბლოკა.

„გუშინ ესტონეთში 2007 წლის შემდგომ, ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევები მოხდა",- განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს მდივანმა, ლუკას ილვესმა.

ცნობისთვის, 5 აგვისტოს, ესტონეთის მთავრობამ საჯარო სივრციდან საბჭოთა ძეგლების აღების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა კაია კალასმა ისაუბრა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ ძირითადი საკითხი, რომ კომუნისტური ძეგლები საჯარო სივრცეებიდან უნდა იყოს აღებული და ჩვენ ამას რაც შეიძლება მალე გავაკეთებთ. ზუსტი დრო დამოკიდებულია მზაობასა და ადგილობრივი მმართველობების ლოჯისტიკურ გეგმებზე",- განაცხდა კალასმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics