|
2022-08-16 13:04:34, 900 ნახვა
საზოგადოება
მეოთხე ეტაპად გამოქვეყნებული საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 15 აგვისტოს დაიწყო და 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება
გამოქვეყნდა მეოთხე ეტაპზე აუქციონის გზით იჯარით გასაცემი 105 ერთეული საძოვრების მონაცემები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქარტელოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მეოთხე ეტაპად გამოქვეყნებული საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 15 აგვისტოს დაიწყო და 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, შეირჩა და გამოქვეყნდა მეოთხე ეტაპზე აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები. გამოქვეყნებულია კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონების 105 ერთეული საძოვრის მონაცემები, მათ შორის, საგარეჯო - 8, დედოფლისწყარო - 34, თელავი - 1, სიღნაღი - 11, ყვარელი - 14, ახმეტა - 4, ბორჯომი - 13, ნინოწმინდა - 5, ახალციხე - 1, ყაზბეგი - 1, მცხეთა - 3, მარნეული - 1, გორი - 8, ბაღდათი - 1. მეოთხე ეტაპად გამოქვეყნებული საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 15 აგვისტოს დაიწყო და 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დღეის მდგომარეობით, ოთხ ეტაპად, სულ გამოქვეყნდა 362 ერთეული აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის მონაცემები. ამჟამად, ხელმისაწვდომია და განაცხადების მიღება წარმოებს 129 მათგანზე. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge), ასევე სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, მეცხოველეობის დარგის განვითარებას დაეხმარება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)