23:17 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-15 11:50:41, 1448 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ორმხრივ ურთიერთობებს გააფართოვებენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს განუცხადა, რომ ორი ქვეყანა „ერთად გააფართოვებს ყოვლისმომცველ და კონსტრუქციულ ორმხრივ ურთიერთობებს”,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

კორეის განთავისუფლების დღესთან დაკავშირებით კიმისთვის მიწერილ წერილში პუტინმა დაწერა, რომ მჭიდრო კავშირები ორივე ქვეყნის ინტერესებშია და ხელს შეუწყობს კორეის ნახევარკუნძულისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებას.

კიმმა რუს დიქტატორს საპასუხო წერილი გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის მეგობრობა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიბადა იაპონიაზე გამარჯვების შემდეგ, რომელმაც კორეის ნახევარკუნძული დაიპყრო.

გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა დაწერა, რომ მას შემდეგ ქვეყნებს შორის „სტრატეგიულმა და ტაქტიკურმა თანამშრომლობამ, მხარდაჭერამ და სოლიდარობამ“ მიაღწია ახალ დონეს მათი ერთობლივი ძალისხმევის გამო აშშ-სა და მისი მოკავშირეების მუქარისა და პროვოკაციების მოსაგერიებლად.

ამასთან, კიმმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის თანამშრომლობა განვითარდება 2019 წელს პუტინთან შეხვედრის დროს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.

შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ფხენიანმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკა აღიარა. ამის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics