2022-08-15 11:00:59, 1702 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში, „ვაგნერის" შტაბი დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში, პოპასნაიაში რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა „ვაგნერის" შტაბი დაბომბეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „რადიო თავისუფლებაზე" დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაბომბვისას შესაძლოა დაღუპულიყო „ვაგნერის" მფლობელი, ევგენი პროჟინი, რომელიც კრემლთან დაახლოებული პირი იყო.
გარდა ამისა, „რადიო თავისუფლების" ცნობით, შტაბი 8 აგვისტოს რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა, სერგეი სრედამ მოინახულა და ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა, თუმცა დამომბვის შემდეგ ფოტოები წაშალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,