2022-08-14 18:52:16, 1643 ნახვა
ომი უკრაინაში
ზალუჟნი - უკრაინაში მებრძოლი რუსეთის ქვედანაყოფების მეხუთედი დამარცხებულია
უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მეხუთედი დამარცხებულია - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ტელეგრამის არხზე განაცხადა
მისი ინფორმაციით, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსებთან, გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
“ჩვენ აღვნიშნავთ, რომ მტერი განიცდის მნიშვნელოვან ზარალს, უპირველეს ყოვლისა ცოცხალი ძალით – უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მეხუთედი დამარცხებულია,“-აღნიშნა ზალუჟნიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,