15:19 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-13 17:41:24, 1826 ნახვა

ომი უკრაინაში
კრემლი - თუ აშშ რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებს, დიპლომატიური ურთიერთობები საფრთხის წინაშე დადგება

კონგრესში განიხილება ინიციატივა, რომ რუსეთი „ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ“ იყოს აღიარებული, ამ ინიციატივის რეალიზაცია თუ მოხდება, ვაშინგტონი გადაკვეთს იმ წერტილს, როცა  უკან დაბრუნება შეუძლებელი გახდება. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ყველაზე სერიოზულ ზიანს მიაყენებს ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებს, რაც გამოიწვევს მათი დონის შემცირებას და გაწყვეტასაც.

"კონგრესში განიხილება ინიციატივა, რომ რუსეთი „ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ“ იყოს აღიარებული, ამ ინიციატივის რეალიზაცია თუ მოხდება, ვაშინგტონი გადაკვეთს იმ წერტილს, როცა  უკან დაბრუნება შეუძლებელი გახდება და ყველაზე სერიოზულ ზიანს მიაყენებს ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებს, რაც გამოიწვევს მათი დონის შემცირებას და გაწყვეტასაც კი“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics