|
2022-08-12 14:28:47, 1529 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვას 2 თვიანი წინასწარი შინაპატიმრობა მიუსაჯა
მოსკოვის სასამართლომ რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილ რედაქტორს, მარინა ოვსიანიკოვას 2 თვიანი წინასწარი შინაპატიმრობა მიუსაჯა. განცხადების მიხედვით, ოვსიანიკოვა 50,000 რუბლით დაჯარიმდა (დაახლოებით $820) 13 ივლისს გადაღებული ვიდეოს გამო, რომელშიც ის კონფლიქტის წინააღმდეგ საუბრობდა. მისი ადვოკატის დიმიტრი ზახვატოვის თქმით, კრემლი ევფემისტურად მოიხსენიებს შეჭრას, როგორც "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას". გარდა ამისა, ოვსიანიკოვას ბრალად ედება ყალბი ინფორმაციის გავრცელება რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე, რაც რუსული კანონმდებლობის მიხედვით 10 წლამდე პატიმრობით ისჯება. ცნობისთვის, 15 ივლისს ოვსიანიკოვამ კრემლის მახლობლად ომის საწინააღმდეგო პიკეტი გამართა. მის პოსტერზე ეწერა: „პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. 352 ბავშვი დაიღუპა. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, სანამ გაჩერდები?” თავის გზავნილში ოვსიანიკოვამ „ფეიქების“ გავრცელების ბრალდებებს შემდეგი კომენტარი გააკეთა: „უკრაინაში დაღუპული 350-ზე მეტი ბავშვი ყალბია? მთელმა მსოფლიომ იცის სერგეის ისტორია, რომელმაც მთელი ოჯახი ირპინში დაკარგა. „ყველამ ნახა ახალგაზრდა დედა ვინიციდან, რომელმაც 4 წლის ქალიშვილი დაკარგა და თვითონ ფეხის გარეშე დარჩა. 3 თვის ბავშვი კირა ოდესიდან, ესეც ყალბია?" მარტის შუა რიცხვებში, ოვსიანიკოვამ ასევე გამართა საპროტესტო აქცია „პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში, სადაც უკრაინის ომის წინააღმდეგ პლაკატით წამყვანის, ეკატერინა ანდრეევას უკან იდგა. რის შემდეგაც მიიღო ადმინისტრაციული ჯარიმა მიიღო.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)