00:47 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-11 15:07:38, 1044 ნახვა

მსოფლიო
ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო

ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვა შეეხება რუსეთის იმ მოქალაქეებსაც, ვისაც ესტონეთის მიერ გაცემული შენგენის ვიზა აქვთ, თუმცა დაშვებული ქინებაკონკრეტული გამონაკლისებიც.

„სანქციები ნიშნავს, რომ ვიზები ძალაში დარჩება, თუმცა მათი მფლობელები ესტონეთში შესვლას ვერ შეძლებენ“, - განაცხადა რეინსალუმ.

მისი თქმით, გამორიცხვის შემთხვევაში ესტონეთში შესვლას შეძლებენ შემდეგი პირები:

  1. რუსეთის საელჩოს თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები,
  2. პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საქონლისა და მგზავრების ტრანსპორტირებაში,
  3. პირები, რომლებიც სარგებლობენ თავისუფალი გადაადგილების უფლებით ევროკავშირის კანონმდებლობით ან რომელთა შესვლა ესტონეთში აუცილებელია ჰუმანიტარული მიზეზების გამო,
  4. ნათესავის ან მეუღლის მონახულების მიზნით, რომელიც ცხოვრობს ესტონეთში ან აქვს ესტონეთში გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა ან ესტონეთის მოქალაქე, ან რომელსაც ჰყავს საერთო შვილები მოწვეულ პირთან.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ტურისტული ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის.

ამასთა, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვარაუდობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში შეიტანოს ვიზების აკრძალვა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics