|
2022-08-10 14:28:08, 1894 ნახვა
ომი უკრაინაში
Bloomberg - რუსეთმა შესაძლოა იარაღი სირიიდან, კომერციული ტვირთის საფარქვეშ, არალეგალურად შემოიტანოს
Bloomberg საზღვაო ტრანსპორტისა და ევროპული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით რუსეთის სამხედრო შეიარაღების მარაგებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი ომის საწარმოებლად საჭირო იარაღი შესაძლოა კომერციული გემებით სირიიდან შემოიტანოს, ამ ტიპის გემებს სამხედრო კვალიფიკაცია არ აქვს და თურქეთი მათ ბოსფორის სრუტით გაატარებს. როგორც ცნობილია, ივლისის ბოლოს, აშშ-ს მიერ სანქცირებულმა სავაჭრო გემმა სირიიდან რუსეთისკენ ბოსფორის სრუტეზე გაიარა. ევროპული დაზვერვის წარმომადგენლები, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ სპარტა II-ს, ამბობენ, რომ მას სამხედრო მანქანები გადაჰქონდა. ამერიკელი ოფიციალური პირები ამბებონ, რომ რუსეთი სავაჭრო გემებს შავი ზღვის გავლით სამხედრო მარაგების გადასატანად იყენებს. "სპარტა II-მა სავარაუდოდ სამხედრო მანქანები ჩამოიტანა სირიის პორტის ტარტუსიდან, რომელსაც რუსეთი იყენებს, დაზვერვისა და სატელიტური სურათების მიხედვით 17-25 ივლისს,"- ამბობს ანონიმური წყარო. საზღვაო თვალთვალის მონაცემები აჩვენებს, რომ გემი, რომელიც სანქცირებულ კომპანია Oboronlogistics-ს ეკუთვნის, ამ თარიღებში ნატო-ს წევრი თურქეთის ჩარევის გარეშე მოგზაურობდა. თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ სავაჭრო გემი შემოწმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ინფორმაცია დარღვევის შესახებ. ცნობისთვის, თურქეთმა 26 თებერვალს დააწესა აკრძალვა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლაზე.კრემლი ეძებს დამატებით რესურსებს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის. ირანში , აგრესორი ცდილობს შეიარაღებული თვითმფრინავები შეიძინოს.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)