00:52 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-08 10:59:20, 1809 ნახვა

მსოფლიო
„ისლამური ჯიჰადი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა

3 დღიანი ბრძოლის შემდეგ, ისრაელსა და პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ცნობით, საზავო შეთანხმება ძალაში ადგილობრივი დროით 11:30 საათზე შევა.

გარდა ამისა, დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ სპიკერის განცხადებით, შეთანხმების ნაწილია ეგვიპტის მხარის ვალდებულება, იმუშაოს მათი ორგანიზაციის პოლიტიკური დაჯგუფების ორი დატყვევებული წევრის გასათავისუფლებლად, რომლებიც ამჟამად ისრაელის ციხეში იმყოფებიან.

ამასთან, კონფლიქტს 44 ადამიანის, მათ შორის, 15 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი დღის ბრძოლები იყო ყველაზე მწვავე კონფლიქტი ისრაელსა და ღაზას მებრძოლ ჯგუფებს შორის 2021 წელს ისრაელსა და ჰამასს შორის 11-დღიანი ომის შემდეგ.

​პალესტინა-ისრაელს შორის დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო რაც ისრაელმა ღაზას მასშტაბით სამიზნეებს დაარტყა, რის შედეგადაც დაიღუპა პალესტინის "ისლამური ჯიჰადის" მოძრაობის მეთაური. მათ თქვეს, რომ საპასუხო დარტყმას თელ-ავივზე მიიტანდნენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics