|
2022-08-05 17:01:36, 869 ნახვა
მსოფლიო
თალიბანი - აშშ-ს მიერ ალ-კაიდას ლიდერის მოკვლას გამოვიძიებთ
ტერორისტული ორგანიზაცია თალიბანი აცხადებს, რომ იძიებს შეერთებული შტატების მიერ ალ-ქაიდას ლიდერის აიმან ალ-ზავაჰირის მკვლელობას როგორც ცნობილია, ქაბულში სამხედრო დრონის თავდასხმის დროს თალიბანის ლიდერი მოკლეს. რაც ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, დაადასტურა. ეგვიპტელი აიმან ალ-ზავაჰირი, 2011 წელს ხელმძღვანელობდა დაჯგუფებას. თავის სატელევიზიო მიმართვაში ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ CIA-ს სპეცოპერაცია მისი ბრძანებით ჩატარდა. სახლის აივანზე, სადაც ტერორისტი იმყოფებოდა, ორი Hellfire რაკეტა გაისროლეს. „მართლმსაჯულება აღსრულდა და ტერორისტის ლიდერი აღარ არის "ალ-ზავაჰირის ძებნა მიმდინარეობდა პრეზიდენტების ბუშის, ობამასა და ტრამპის დროს და ჩვენმა სადაზვერვო სააგენტომ აღმოაჩინა მისი ადგილსამყოფელი ამ წლის დასაწყისში. ის ქაბულის ცენტრში გადავიდა საცხოვრებლად ოჯახის წევრებთან შესაერთებლად. მტკიცებულებების შესწავლის და მონაცემების სისწორის დადგენის შემდეგ, მე ვაძლევ უფლებას მიზანმიმართულ დარტყმას ტერორისტის საფრთხის სამუდამოდ აღმოსაფხვრელად “, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა..ჯო ბაიდენმა აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების ცნობით, ალ-ზავაჰირი კოორდინაციას უწევდა 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების ორგანიზაციას, რომლის დროსაც დაახლოებით 3000 ადამიანი დაიღუპა. თეთრმა სახლმა დაამატა, რომ მისი ოჯახის წევრები და იქვე მცხოვრები ადამიანები არ დაშავებულან. ეს არის აშშ-ს პირველი დარტყმა ავღანეთში ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ გასული აგვისტოს შემდეგ აშშ-ის ჯარების გაყვანის შემდეგ.
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთსა და ჩინეთზე უკეთესადაც კი ჯაშუშობს, ვიდრე ისინი ვაშინგტონზე
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)