|
2022-08-04 10:45:29, 1065 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატმა NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების შესახებ წინადადებას მხარი 95 სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 1 იყო. სენატის ლიდერმა ჩაკ შუმერის თქმით, აღნიშნული ქმედება დასავლეთის ერთიანობის სიგნალი მას შემდეგ გახდა, რაც მოსკოვმა 24 თებერვალს უკრაინასთან ომი დაიწყო. „ეს მნიშვნელოვანია არსებითად და როგორც სიგნალი რუსეთისთვის: მათ არ შეუძლიათ დააშინონ ამერიკა ან ევროპა. პუტინი ცდილობდა გამოეყენებინა თავისი ომი უკრაინაში დასავლეთის გასაყოფად. ამის ნაცვლად, დღევანდელი კენჭისყრა აჩვენებს, რომ ჩვენი ალიანსი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე",- განაცხადა შუმერმა. გარდა ამისა, პროცედურის დასრულებისთვის აუცილებელია ალიანსის წევრმა 30-ივე სახელმწიფოს პარლამენტებმა შესაბამისი გადაწყვეტილების რატიფიცირება მოახდინონ. შეგახსენებთ, რომ ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანებისთვის მას შემდეგ, მიიწვიეს, რაც თურქეთმა ვეტო მოხსნა მათ წევრობაზე 28 ივნისს სამმხრივი მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ. სკანდინავიური ქვეყნების მხარდაჭერისა და გარკვეული ტერორისტული ჯგუფების მიმართ ტოლერანტობის გამო თავისი ეროვნული უსაფრთხოებით შეშფოთებულმა თურქეთმა თქვა, რომ თუ ქვეყნები არ დაემორჩილებიან შეთანხმებას, მათი წევრობის განაცხადი შეიძლება ისევ დაიბლოკოს.
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთსა და ჩინეთზე უკეთესადაც კი ჯაშუშობს, ვიდრე ისინი ვაშინგტონზე
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)