02:29 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-03 10:43:30, 1116 ნახვა

მსოფლიო
ნენსი პელოსის ტაივანში ჩასვლისთანავე, ჩინეთი კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნებს იწყებს

აშშ-ს პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ჩასვლისთანავე, ჩინეთმა გამოაცხადა, რომ სახალხო განმათავისუფლებელი არმია კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნებს გამართავს 

როგორც ჩინეთის ადგილობრივი მედია საშუალება იუწყება,  4-დან 7 აგვისტომდე, სამხედროები გამართავენ ცეცხლსასროლი იარაღის წვრთნებს თვითმართველი კუნძულის მიმდებარე ექვს საზღვაო რაიონში და მათ შესაბამის საჰაერო სივრცეში.

წვრთნების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც ნენსი პელოსი ტაიპეიში ჩავიდა. ის არის ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი დეპუტატი, რომელიც ეწვია თვითმართველ დემოკრატიულ კუნძულს ბოლო 25 წლის განმავლობაში.

მისი ვიზიტი მოხდა პეკინის მხრიდან გაფრთხილებების ფონზე, რომ შესაძლოა მოჰყოლოდა სამხედრო პასუხი, თუ პელოსი ეწვეოდა ტაივანს, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics